მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Cushman & Wakefield: “ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება”

6000198aa8e49
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.21 14:29
1154
ჩვენი პროგნოზით, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება, - ამის შესახებ Cushman & Wakefield Georgia დღეს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი, სადაც 2021 წლის მოლოდინებია მიმოხილული.

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის სრულად აღდგენის პროგნოზები 2023 წლამდეა გადაწეული, Cushman & Wakefield Georgia-ში თვლიან, რომ ტურიზმის სწრაფი აღდგენის გარკვეული მოლოდინებიც არსებობს, რასაც შემდეგი ფაქტორებით ხსნიან:

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დასვენების მიზნით მოგზაურთა წილი საერთო ტურიზმის 40%-43%-ია, ბიზნეს ტურიზმის კი მხოლოდ 6-8%. დასვენების მიზნით მოგზაურობას საფრთხე არ ემუქრება, რასაც ვერ ვიტყვით ბიზნეს ტურიზმზე. გარდა ამისა, საერთაშორისო ტურისტების 70-75% ხმელეთით გადაადგილდება, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ავიამიმოსვლის ხარვეზების მიუხედავად, ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება. და ბოლოს, ტურიზმის აღდგენის საწყის ფაზაში, აქტუალური იქნება არახალხმრავალი ადგილები, საქართველოს, კი ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სასტუმრო სექტორის აღდგენა პირდაპირ კავშირშია ვაქცინის ეფექტურ დისტრიბუციასთან და ამასთან, კრიზისით გამოწვეული პესიმიზმისა და უნდობლობის დაძლევასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები