მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხრა თვეში პროდუქციაზე ფასების 5-8%-ით გაზრდა მოგვიწია - "ზოდი"

6184d7e164fd1
ლიკა გურაბანიძე
06.11.21 13:00
547
საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეულზე გაზრდილი ფასების გამო, ბოლო ცხრა თვეში პროდუქცია კომპანია "ზოდშიც“ გაძვირდა.

როგორც “ზოდის” გაყიდვების დირექტორი თიკო ასლამაზიშვილი აღნიშნავს, ძველი ფასის შენარჩუნება გართულდა, ამიტომ ცხრა თვეში  ქსელში, ფასები 5%-დან 8%-მდე გაიზარდა. 

„იმპორტირებული ნედლეულის ფასის და ლოგისტიკის ხარჯების გაზრდის გამო, ფასების ზრდა ჩვენც მოგვიწია, თუმცა მოსახლეობის მდგომარეობა გავითვალისწინეთ და ფასები პროპორციულად მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე გავზარდეთ და ამის ბალანსი შევძელით, რადგან მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია და პროდუქციის შეძენა გაუჭირდებოდათ“ - განაცხადა bm.ge-თან ასლამაზიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად გაზდილი ფასებისა, მშენებლობებზე გაცემული გაზრდილი ნებართვების გამო კომპანიას გაყიდვები 20%-ით გაეზარდა.

“ამას რამდენიმე გამომწვევი ფაქტორი აქვს: პირველი - ფასების შენარჩუნება ასე თუ ისე შევძელით, მეორე - აუთლეტ ზონა გავხსენით, სადაც მომხმარებელს ფასდაკლებები ხვდებათ და მესამე - ქართული ქვის წარმადობა გავზარდეთ, რადგან იმპორტირებულ ქვაზე გაზრდილმა ფასმა ადგილობრივ ქვაზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია“, - აღნიშნა ასლამაზიშვილმა.

ცნობისთვის: წელს იანვარ-სექტემბერში 5 371,9 ათასი კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 7 425 ნებართვა გაიცა. მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ საქსტატის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, გაცემული ნებართვების რიცხვი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5%-ით მეტია, ხოლო შენობა-ნაგებობების ფართობი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 36.9%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები