მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დააკავეს „ფორმულას“ დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა - ტელეკომპანიის განცხადება

გიორგი ლიფონავა

დღეს, 24 ოქტომბერს, დააკავეს „ფორმულას“ დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა. მისი დაკავების შესახებ განცხადებას ტელეკომპანია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ლიფონავას ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ის რეჟიმის პოლიციამ აქციაში მონაწილეობისთვის, გზის გადაკეტვის საბაბით, წაიყვანა.

"მიმდინარე რეპრესიები „ფორმულას“ მრავალი ფორმით შეეხო - ტელეკომპანიის დამფუძნებელ გიორგი ლიფონავამდე დააკავეს და ციხეში ჩასვეს მისი წამყვანები და ჟურნალისტები ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი, ცირა ჟვანია. დღესვე აიყვანეს გადაცემა „ყოველ დღეს“ თანაწამყვანი ზვიად კვარაცხელია.

საზოგადოების დაშინებისკენ მიმართული რეპრესიები მძიმედ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, შემთხვევითი არ არის, რომ დაკავებულთა შორის მედიასთან დაკავშირებული ამდენი ადამიანია.

„ფორმულა“, როგორც დამოუკიდებელი მედია, თავს რეჟიმის სამიზნედ განიხილავს და მოითხოვს დაკავებულთა გათავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები