აუდიტორული კომპანია BDO საქართველო, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მომსახურების კომპანია, რომელიც წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. 25 წელი მუდმივი ზრდის, ცვლილებების, გამოწვევებისა და წარმატების ისტორიაა.
"თანამშრომლების რაოდენობა ალბათ 270-ის ფარგლებშია. 11 პარტნიორი გვყავს, დამკვეთები ბევრია, ასეულობით. ახლა გამიჭირდება ალბათ თქმა, მაგრამ ჯამში დაახლოებით 6-7 ათას კომპანიაზე მეტს მოვემსახურეთ ამ ხნის განმავლობაში", - აცხადებს BDO მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი "საქმიანი დილის" ეთერში.
კომპანიის პარტნიორი და ბიზნესს კონსულტაციების მიმართულების ხელმძღვანელი მაია ხაჩიძე ამბობს, რომ სამომავლოდ გაფართოებას აპირებენ.
"სიახლეები გეგმები გვაქვს, უბრალოდ აქ დღეს ალბათ ჯობია რომ ყველაფერი არ ვთქვათ. ცვლილებები იგეგმება რეგიონალურ გაფართოებასთან დაკავშირებით და მენეჯმენტში. ეს შეგვიძლია, მხოლოდ მოკლედ ვთქვათ ახლა, ხოლო დანარჩენი ჩვენს საიუბილეო ღონისძიებაზე 2 ოქტომბერს", - ამბობს ხაჩიძე.




























