თანამედროვე ბიზნეს გარემოში ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგი გასცდა ფორმალურ პროცესს, ის კომპანიის სტაბილურობის კრიტიკული საფუძველია. თუმცა, B2B მომსახურებების კომუნიკაცია ხშირად ერთფეროვნებას ინარჩუნებს, რაც ართულებს კომპლექსური სერვისების მარტივ ენაზე ახსნას. BDO საქართველო ამ მოცემულობას ციფრული ტრანსფორმაციით და სრულიად ინოვაციური გზით ჰპასუხობს.
სერვისის მთავარი ღირებულება და გადაჭრილი პრობლემები
ბიზნესები ყოველდღიურად აწყდებიან რუტინულ, განმეორებად ამოცანებს, რომლებიც დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვს და შეცდომების რისკს შეიცავს. BDO-ს მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვის სერვისი ამ პრობლემას პროცესების სრული აუთსორსინგითა და ტექნოლოგიური ინტეგრაციით წყვეტს.
სერვისის ფარგლებში პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს:
- საბუღალტრო ჩანაწერის მომზადებას
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადებასა და წარდგენას
- ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე კონსულტაციას
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადებას
- საბანკო გადარიცხვებს
- პერიოდული ანგარიშგების მომზადებას
- ანგარიშგების წარდგენას ზედამხედველობის სამსახურში (SARAS).
- პირველადი დოკუმენტაციის შემოწმებასა და შედარებას საბუღალტრო ბაზასთან
- საბუღალტრო ჩანაწერების შემოწმება/აღდგენას
- საგადასახადო დეკლარაციების შემოწმება/კორექტირებას.
RPA ტექნოლოგია და რობოტი „მაქსი“: უწყვეტობის სიმბოლო
სერვისის ეფექტიანობის მთავარი გარანტი RPA (რობოტული პროცესების ავტომატიზაცია) ტექნოლოგიაა. მისი პერსონიფიცირებული გამოხატულება რობოტი „მაქსი“ პირველი ვირტუალური თანამშრომელია საქართველოს ბაზარზე. მაქსი სპეციალიზებულია იმ ამოცანებზე, რომლებიც წესებსა და ლოგიკაზეა დაფუძნებული, რასაც მომსახურება და დამკვეთის გამოცდილება სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს.
მაქსის ჩართულობა ბუღალტერიის აუთსორსინგს სამ სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს:
- 100%-იანი სიზუსტე: რობოტი დავალებებს უშეცდომოდ ასრულებს, რაც ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ ხარვეზებს ნულამდე ამცირებს.
- 24/7 რეჟიმი და უწყვეტობა: განსხვავებით სტანდარტული სამუშაო გრაფიკისა, მაქსი მუშაობს შეუსვენებლად, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების უწყვეტ ციკლს.
- ექსპერტული რესურსის ოპტიმიზაცია: რუტინული საქმეების რობოტისთვის გადაბარებით, BDO-ს პროფესიონალებს უთავისუფლდებათ დრო ისეთი ამოცანებისთვის, რომლებიც ანალიზს, ინტერპრეტაციას და სტრატეგიულ ხედვას მოითხოვს. ეს გუნდს საშუალებას აძლევს, ბიზნესისთვის იქცეს არა მხოლოდ შემსრულებლად, არამედ მომავლის სტრატეგიულ მრჩევლად.
ინოვაცია კომუნიკაციაში: AI კამპანიის როლი
იმისათვის, რომ ეს ტექნოლოგიური სინერგია მომხმარებლისთვის ხელშესახები და გასაგები გამხდარიყო, BDO-ს ბრენდისა და მარკეტინგის გუნდმა, სააგენტო BuffLabs-თან ერთად, ინდუსტრიაში პირველი AI კამპანია შექმნა. კამპანიის მთავარი მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ ტექნოლოგია არა ხელშეუხებელი, არამედ რეალური ინსტრუმენტია ბიზნესის ყოველდღიური პროცესების გასამარტივებლად.
პროცესში ჩართული იყვნენ თავად ბუღალტრული აუთსორსინგის გუნდის წევრებიც, რათა რობოტი „მაქსის“ სახე მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო სერვისის რეალურ აღქმასთან. შედეგად, მივიღეთ არა უბრალოდ ციფრული პერსონაჟი, არამედ ტექნოლოგიური მხარდაჭერის სიმბოლო, რომელიც ხიდად იქცა რთულ, კომპლექსურ შეთავაზებასა და აუდიტორიის აღქმას შორის.
ეს ინოვაციური მიდგომა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ B2B კომუნიკაცია არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ პროდუქტის მშრალი აღწერით. ის შეიძლება იყოს თამამი, ავთენტური და ემოციური მუხტის მატარებელი. კამპანიამ აჩვენა, რომ როდესაც აქცენტი კეთდება ბიზნესის რეალურ საჭიროებებზე და მათ გადაჭრის ინოვაციურ გზებზე, საკონსულტაციო სერვისი მომხმარებლისთვის გაცილებით უფრო ახლობელი და ღირებული ხდება.




























