მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაბადება-გარდაცვალების სტატისტიკა: წელს უფრო ნაკლები ბავშვი დაიბადა, ვიდრე - შარშან

63230a6b9d54f
მარიამ ვარადაშვილი
15.09.22 16:51
1060
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 20 195 ბავშვი დაიბადა. ამავე პერიოდში ქვეყანაში 26 681 ადამიანი გარდაიცვალა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 21 839 ბავშვი დაიბადა, 25 821 კი გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში წლიურად დაბადება 1 644-ით, ანუ 7.5%-ით შემცირდა, გარდაცვალება კი 3.3%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -6 486 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარაში დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები