„თიბისი კაპიტალის“ აჭარის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, ბათუმში ბინების 85% საინვესტიციო მიზნით იყიდება, მაშინ როცა თბილისში 80% უძრავ ქონებას საცხოვრებლად ყიდულობს.
როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ კონფერენცია „გრემოსთვის“ მომზადებულ ანალიტიკაზე დაყრდნობით განაცხადა, 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდვების წლიური ზრდა 15%-ს აღწევს, რაც მოთხოვნის მაღალ დონეზე შენარჩუნებაზე მიუთითებს. გაყიდული ბინების რაოდენობა, ბათუმი წლის პირველ სამ თეში 3 880 იყო. 8%-იან ზრდას აჩვენებს ფასი, რაც გარკვეულწილად პრემიუმ პროექტების მიწოდების ზრდამ განაპირობა. კვ.მ-ზე საშუალო ფასი ბათუმში თბილისის საშუალო ფასს სცდება და 1433$-ია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა საკურორტო ქალაქების ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბინების გასაყიდ ფასებთან შედარებით, ბათუმი დაბალი ფასებით გამოირჩევა. მაგ. ბათუმში თუ საშუალო ფასი 1496$-ია, ანტალიაში 2 271$, კონსტანცა - 2 563$, ვარნა - 3 262$, რიო-დე-ჟანეირო - 3 296, ტულუმი -3321$, ფუკეტი -3684$.
მაიამი - 6910$, სპლიტი - 7 167$, იბიცა - 7 284$, ნიცა - 7 594$.
ამასთან მსოფლიოს საკურორტო ქალაქებთან შედარებით, ბათუმი აერთიანებს მაღალ ამონაგებს. მსგავსი ბალანსი კი „თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, ფასების ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალზე მიუთითებს.
ჩამოთვლილი ქალაქებიდან ყველაზე მაღალი ამონაგები 9.5$-ით მაიამიშია, რომელსაც 7%-ით სწორედ ბათუმი მოჰყვება. იბიცა - 5.8%, ტულუმი - 5.4%, კონსტანცა -5.3%, ანტალია - 4.9%, რიო-დე-ჟანეირო - 4.5%, ვარნა - 4%, სპლიტი - 3.5% და ნიცა -3.2%.




























