მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაბალი ფასის გამო, Warner Bros.-მა Paramount Skydance-ის შესყიდვის წინადადება უარყო

Warner Bros

Warner Bros.- ის მიერ Paramount-ის შესყიდვა არ დასტურდება, რადგან შეთავაზებული თანხა ძალიან დაბალი იყო, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters Bloomberg News-ზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, Paramount-ის შეთავაზება თითო აქციაზე დაახლოებით 20 დოლარს შეადგენდა. Paramount კომენტარს არ აკეთებს, ისევე როგორც Warner Bros.-ის წარმომადგენლები.

Bloomberg-ის ცნობით, Paramount, რომელსაც დევიდ ელისონი ხელმძღვანელობს, Warner Bros.–ის შესყიდვის რამდენიმე გზას განიხილავს: შეთავაზების გაზრდა, აქციონერებთან პირდაპირი კომუნიკაცია ან ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერის მოპოვებაა. გამოცემისვე ცნობით, Paramount-ი ალტერნატიული აქტივების მმართველ Apollo Global Management-თან მოლაპარაკებებს აწარმოებდა მისი წინადადების მხარდაჭერის შესახებ. ელისონმა Paramount-ი აგვისტოში გადაიბარა, მას შემდეგ, რაც მის კინოპროდიუსერულ კომპანია Skydance Media-სთან 8 მილიარდი დოლარის ღირებულების გაერთიანება დაასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები