მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაბალი მოთხოვნის გამო, Apple-მა ახალ iPhone Air-ზე მუშაობა შეაჩერა

Air

დაბალი მოთხოვნის და მოსალოდნელზე გაცილებით უარესი გაყიდვების გამო, Apple-მა ახალი თაობის ულტრა-თხელ სმარტფონზე მუშაობა შეაჩერა. The Verge-ის ინფორმაციით, iPhone Air 2-ის პროექტი გაურკვეველი ვადით გადადებულია და გამორიცხული არ არის, რომ Apple-მა Air-ის მეორე ვერსია აღარ გამოუშვას.

მართალია, iPhone Air-ს გამორჩეული დიზაინი, თხელი კორპუსი და მძლავრი A19 Pro ჩიპი აქვს, თუმცა მისი მცირე ზომის ბატარეა და კამერა მომხმარებელთა დიდი ნაწილისათვის არასასურველი აღმოჩნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ Air-ის ბედს იზიარებს Samsung Galaxy S25 Edge-იც, რომელიც ასევე ულტრა-თხელი სმარტფონია. ამ ორივე პროექტის ჩავარდნა იმაზე მიუთითებს, რომ მომხმარებლებს თხელი კორპუსის სანაცვლოდ ბატარეის მოცულობის და მძლავრი კამერების დათმობა არ სურთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები