მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაბალი მოთხოვნის გამო, Chevron-მა ბიოდიზელის რამდენიმე საწარმო დახურა

chveronn

ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მეორე უმსხვილესმა ნავთობმწარმოებელმა Chevron-მა ქვეყნის შუა-დასავლეთ ნაწილში ბიოდიზელის რამდენიმე საწარმოს მუშაობა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. კომპანიის განცხადებით, მიზეზი ბაზრის არასახარბიელო მდგომარეობაა.

Chevron-მა საწარმოები იოვაში, მედისონსა და ვინსკონსინში დახურა. Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საწარმოებს ყოველწლიურად ჯამში 50 მილიონი გალონი ბიოდიზელის წარმოება შეეძლოთ.

ბიოდიზელი აგროპროდუქტია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ზეთებისა და ცხოველური ცხიმებისგან იწარმოება. მისი წარმოება კი გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ნავთობისგან მიღებული დიზელი, თუმცა ბიოდიზელის წვა გაცილებით უფრო სუფთაცაა. წარმოების ღირებულების კომპენსირებას კი პროცესის თანამდევი ბუნებრივი კრედიტების გამომუშავება ახდენს.

ბოლო თვეებში ბიოდიზელზე ფასები დაეცა, რაც მიწოდების ზრდამ და განახლებადი ბუნებრივი კრედიტების ღირებულების სამწლიან მინიმუმამდე კლებამ გამოიწვია.

Chevron-მა ბოდიზელის მწარმოებელი Renewable Energy Group 2022 წელს $3.15 მილიარდად შეიძინა. მიზანი განახლებადი რესურსებისგან წარმოებული საწვავის მოცულობის ზრდა იყო - დღეში 100 000 კასრამდე. შეთანხმების თანახმად, Chevron-ს ბიოდიზელის 10 და განახლებადი დიზელის 1 საწარმო გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები