მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაჩქარდება თუ არა ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 5%-მდე? – FT-ის ანალიტიკოსების მოსაზრება

63b42e46a928b
გიორგი არონია
03.01.23 17:48
618
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, Financial Times-ის შეფასებით, ჩინეთს, რომელსაც კოვიდის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გამო, არც თუ ისე სახარბიელო 2022 წელი ჰქონდა, 2023 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის 5%-მდე დაჩქარება შეუძლია.

აღნიშნულ მოსაზრებას გამოცემის ანალიტიკოსები ჩინეთში კოვიდთან თანაცხოვრების პოლიტიკის თანდათანობით დანერგვას, პანდემიისას დაზოგილი თანხების ეკონომიკაში დაბრუნებას და ოფიციალური პეკინის მიერ ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებული მასტიმულირებელი პაკეტის გამოყოფას უკავშირებენ, რომელიც მთავარი ეკონომიკური მდგენელების აღდგენას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც ბრიტანული გამოცემის ყოველწლიური პროგნოზების სიაში მოხვდა - გამოცემის ანალიტიკოსებმა ჩინეთის მიერ ტაივანში შეჭრის ან კუნძულისთვის ეკონომიკური ბლოკადის დაწესების შესაძლებლობა მიმოიხილეს.

მათივე შეფასებით, ტაივანთან ომის დაწყება ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ ეკონომიკური ბლოკადის შესაძლებლობა - მეტად რეალური. როგორც ბრიტანული გამოცემის ექსპერტები წერენ, ამ ნაბიჯებს სი ძინპინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ იგრძნობს, რომ ტაივანი მისი გავლენის სფეროდან სამუდამოდ გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები