მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადასტურდა, რომ 2023 რეკორდულად ცხელი წელი იყო - NYTimes

2023

მეცნიერები უკვე ადასტურებენ, რომ დედამიწისთვის 2023 წელი საუკუნე-ნახევრის განმავლობაში (მას შემდეგ, რაც მონაცემთა შეგროვება დაიწყო) ყველაზე ცხელი იყო. გლობალურმა ტემპერატურამ ზრდა წლის მეორე ნახევარში დაიწყო და რეკორდული ტემპერატურები მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდა. შესაბამისად, 2023 წლის ივნისი ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო, ისევე როგორც ივლისი და ყველა მომდევნო თვე დეკემბრის ჩათვლით - ამის შესახებ New York Times იტყობინება.

2023 წლის განმავლობაში დედამიწის საშუალო ტემპერატურა 1.48 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა მე-19 საუკუნის მაჩვენებლებს და ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის ინფორმაციით, გასული წლის საშუალო ტემპერატურა მკვეთრად აღემატებოდა 2016 წლის - ანუ, წინა რეკორდის - რიცხვებს.

კლიმატის მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სათბურის აირების ემისიების შეუმცირებლობა რეკორდულ მაჩვენებლამდე მიღწევის წინაპირობა იყო. თუმცა კითხვაზე, იყო თუ არა 2023 ერთგვარი წინასწარმეტყველება იმისა, რომ ყოველი მომდევნო წელი რეკორდს არა მცირედით, არამედ მკვეთრად გაზრდის. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ 2015 წლის პარიზის შეთანხმების შესრულება, რომლის თანახმადაც გლობალური დათბობის 2-1.5 გრადუსიანი ზღვარი უნდა შენარჩუნდეს, შესაძლოა, შეუძლებელი გახდეს.

გასულ წელს ექსტრემალური თბური ტალღები დაფიქსირდა ირანში, ჩინეთში, საბერძნეთსა და ესპანეთში, ასევე სამხრეთ ამერიკასა და ტეხასში. კანადაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძრების სეზონი დადგა, რომელსაც ტყის 45 მილიონ აკრზე მეტი შეეწირა, ანტარქტიკაში კი ყინულის საფარის შემცირებამ ზამთრის თვეებშიც კი რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

წიაღისეული საწვავის წვით გამოწვეული სათბურის ემისიების ზრდის გარდა, ექსტრემალური ამინდის მიზეზი "ელ ნინიოს" ფენომენია, რომელიც გასულ წელს ივნისში დაიწყო და დედამიწის ტემპერატურის ზრდა გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები