მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.56% - covid-გეოგრაფია

615805fbe4a96
ვიქტორია მღებრიშვილი
02.10.21 11:22
476
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 405 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 843 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 826 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 616 589-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.49% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.93%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 795 პირი გამოჯანმრთელდა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 587 499-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 005 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევიდან: თბილისში 596 შემთხვევა, აჭარა - 85, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 96, შიდა ქართლი - 82, გურია - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 289, მცხეთა-მთიანეთი - 50, სამცხე-ჯავახეთი - 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33 გამოვლინდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 059 საიდანაც: 4 081 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 455, აჭარაში - 355, იმერეთში - 875. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 986 პირი, მათ შორის, თბილისში - 363, აჭარაში - 106, იმერეთში - 272. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 236 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 19, იმერეთში - 24. 696 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 375 - თბილისში, 170 - აჭარაში. 15 282 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 1 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 197 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 15 453 ადამიანი იმყოფება .

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები