მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2 000-მდე მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს გამოწერილ ჯარიმებს გაუნულებს

კობახიძე

მთავრობა 2 000-მდე მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს გამოწერილ ჯარიმებს გაუნულებს. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჯარიმების მოცულობა ჯამში 5 მილიონ 600 ათასი ლარი იქნება. პრემიერმა განმარტა, რომ მთავრობა ამ ჯარიმების ამოღებას არაგონივრულად მიიჩნევს.

„დღეს მთავრობა განკარგულების პროექტს განიხილავს, რომლითაც 2 000-მდე ჩვენს მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერებათ. უკვე რამდენიმე წელია ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღებაც ჩვენი აზრით სრულიად არაგონივრული იქნებოდა, ამიტომ მთავრობა ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას. ამასთან დაკავშირებით წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა.

1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი კოვიდ პანდემიის დროს გაწერილი ჯარიმებისგან გათავისუფლდება, თანხის ჯამური მოცულობა დაახლოებით 5 მილიონ 600 ათასი ლარი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები