მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადგა დრო, საჯაროდ გამოხატოთ პოზიცია - ნიკოლოზ გაგუა საჯარო მოხელეებს მიმართავს

ნიკოლოზ გაგუა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ის საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, საკუთარი პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირონ.

"საჯარო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში, ძალიან ბევრ საჯარო მოხელესთან ერთად მიმუშავია ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროექტებზე. აქვე, ყველას მადლობა თანამშრომლობისათვის.

შეუძლებელია, საჯარო სექტორში მოღვაწეობდე და არ გქონდეს გათვითცნობიერებული, შენი მუშაობით რა მიზანს ემსახურები. ყველა დამეთანხმებით, რომ ეს მიზანი ჩვენთვის ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავალი.

ყველამ ვაღიაროთ, რომ დღევანდელი საჯარო სექტორის საქმიანობა თქვენს კვალიფიკაციას აღარ შეესაბამება, ამიტომ დადგა დრო, საჯაროდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია.
ყველას გვახსოვს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა მიგვიღია გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელსაც არ ვეთანხმებოდით, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო მოვქცეულვართ ასე, თუმცა დგება მომენტი, როცა ყველას გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი სათქმელი ხმამაღლა უნდა ვთქვათ. საჯარო მოხელეების ხმა არასდროს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი, როგორც ახლა!

საჯარო სექტორი კი ვალდებულია, ყველა საჯარო მოხელის აზრი გაითვალისწინოს!", - წერს ნიკოლოზ გაგუა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები