მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დადგენილებები, რომელთა თაობაზეც გადაწყვეტილებებს დღეს მთავრობა მიიღებს

62415ebc3cc94
შოთა ტყეშელაშვილი
28.03.22 11:05
1818
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს 11:00-ზე მთავრობის სხდომა დაიწყო. gov.ge-ზე გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, მინისტრთა კაბინეტმა დღეს 9 საკითხზე უნდა იმსჯელოს. მათ შორის აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ უნდა წარადგინოს პროექტი - "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე". ასევე მთავრობის სხდომაზე გადის მსოფლიო ბანკის ახალი პროექტი, რომელიც ადამიანური კაპიტალის მიმართულებით 400 მილიონი დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს. 

მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხები:

1) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ ხელმოწერის თაობაზე“მომხსენებელი: დ. ზალკალიანი.

2) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ა(ა)იპ - საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების ფონდისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი.

3) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ინტერ გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი.

4) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ელ პი ჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი.

5) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,თრიალ ენერჯის’’ შორის „თრიალეთი ჰესი’’-ს ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6) საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „ერმისზე’’ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ” მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

7) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაანგარიშების და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

8) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის N497 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” მომხსენებელი: ო. შამუგია

9) საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ” მომხსენებელი: თ. რიჟვაძე

BMG შეეცდება დაადგგინოს აღნიშნული საკითხებიდან რომლების დამტკიცება მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები