ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის, კონსტანტინ ფილიას განცხადებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში, ქართველებისა და აფხაზების შესახვედრად, ენგურის ხიდთან სპეციალური ზონა მზადდება. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
"ვამზადებთ ზონას, რომელიც ენგურის ხიდის შემდეგ, ჩვენს საგუშაგომდე მდებარეობს. იქნება საკონფერენციო დარბაზი და იქ შევხვდებით. ტერიტორია აფხაზური იქნება, ისინი ჩვენთან ბოლომდე არ ჩამოვლენ. ვეცდებით, ასეთ ფორმატში დავაყენოთ პრეტენზიები... ნორმალური დიალოგი დავიწყოთ", - განაცხადა კონსტანტინ ფილიამ.
კონსტანტინ ფილიას თქმით, აფხაზები მზად არიან, კეთილმეზობლურ, თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობისთვის. რაც შეეხება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. მისი განცხადებით, დიალოგი გალის შეხვედრებით უნდა ჩანაცვლდეს.
"დაე, ჟენევის დისკუსიები აქ გადმოვიდეს. ჟენევა შორსაა და ყველას ყველაფერი არ ესმის... იქ, ჟენევაში არაფერი გვარდება", - აღნიშნა კონსტანტინ ფილიამ.
.