მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დაგეხმარებით ყველაფრით, რითაც შეგვიძლია” - ორბანი ზელენსკის

ორბანი ზელენსკი

Ukrainska Pravda-ს ინფორმაციით, უკრაინა და უნგრეთი ორმხრივი შეთანხმებისთვის ემზადებიან - ვოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი საერთო პრობლემებთან საბრძოლველად საერთო განკარგულებაზე მუშაობას დასთანხმდნენ. ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერებმა დახურული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

“ჩვენი დიალოგის შინაარსი, შესაძლოა, საფუძველი აღმოჩნდეს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ორმხრივი შეთანხმებისა, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს თანამშრომლობას და დაფუძნებული იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობაში სარკისებურ ეფექტზე”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც, ამავდროულად, მომდევნო 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე იქნება, აღნიშნა, რომ ამ ვადის განმავლობაში, უნგრეთი უკრაინას დაეხმარება ყველაფრით, რითაც შეეძლება.

“ჩვენი მიზანია, რომ გავაუმჯობესოთ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის, გვსურს ხელი მოვაწეროთ უკრაინასთან თანამშრომლობის გლობალურ შეთანხმებას, რომელიც მსგავსი იქნება იმ შეთანხმებებისა, რაც უნგრეთს სხვა მეზობლებთან აქვს დადებული.

უკრაინას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და ჩვენი პრეზიდენტობის განმავლობაში, დაგეხმარებით ყველაფრით, რითაც შეგვიძლია”, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ორბანმა მედიასთან დაადასტურა, რომ უნგრეთი მზად არის, ხელი შეუწყოს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციას.

უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად, ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები