მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებზე ჯანდაცვის კომიტეტი ხვალ იმსჯელებს

საპენსიო სააგენტო შენობა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დაგროვებითი პენსიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ხვალ იმსჯელებს. შეგახსენებთ, კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო დანაზოგის ყველა ბენეფიციარი 6 სექტემბრის ნაცვლად, დაბალრისკიან პორტფელში 2028 წლის იანვრამდე ავტომატურად დარჩებიან.

როგორც გასულ თვეს პარლამენტში განაცხადეს, სექტემბრის ბოლომდე მიიღებენ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარებისთვის პორტფელების არჩევის ვადა გახანგრძლივდება.

„მოსახლეობა არ იყო მზად და შეიძლება, ამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია. ამიტომ, დავიწყეთ ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მეორე მოსმენა იქნება წამყვან, ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერს და ალბათ, სექტემბრის ბოლომდე იქნება მიღებული. კანონპროექტში წერია, რომ პორტფელის არჩევის ვადა იქნება არა 6 სექტემბერი, არამედ ვადა კიდევ გადაიწევს და 2028 წლის პირველ იანვრამდე ყველა დარჩება დაბალრისკიანში“, – განაცხადა გასულ კვირას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 6 აგვისტოდან საპენსიო სისტემაში ჩართული პირების დანაზოგები სხვადასხვა პორტფელში გადანაწილდა ასაკობრივი ზღვრების მიხედვით, სურვილის შემთხვევაში, მათ საშუალება ჰქონდათ, პორტფელი თავად შეეცვალათ, ახალი კანონპროექტის თანახმად კი, ყველა მათგანი დარჩება ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში და მხოლოდ ბენეფიციარის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი, რომ კონკრეტულმა პირმა, საკუთარი დანაზოგი გადაიტანოს საშუალო, ან მაღალრისკიან პორტფელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები