მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ კომპანიებში დაბანდდება საპენსიო დანაზოგები?

ინვესტორი

საქართველოს მოქალაქეებისთვის საპენსიო სააგენტოს მიერ სამი ტიპის პორტფელია წარმოდგენილი: მაღალი, საშუალო და დაბალრისკიანი. ყოველი მათგანი განსხვავებული პროპორციით მოიცავს საერთაშორისო კომპანიების აქციებს, პროცენტული გადანაწილება კი ასეთია:

  • მაღალრისკიან პორტფელში აქციების წილი - 55%
  • საშუალორისკიან პორტფელში აქციების წილი - 35%
  • დაბალრისკიან პორტფელში აქციების წილი - 20%

უნდა აღინიშნოს, რომ კორპორაციულ აქციებში ინვესტირების მეთოდად შერჩეულია ოთხი ძირითადი ინდექს ფონდი, ანუ ერთგვარი საბირჟო ნაკრები, რომელიც ასობით კომპანიას აერთიანებს.

შერჩეულ ფონდებს შორისაა:

  • SPDR S&P500 ETF (უმსხვილესი ამერიკული კომპანიები)
  • Vanguard FTSE Europe ETF (უმსხვილესი ევროპული კომპანიები)
  • Vanguard FTSE Pacific ETF (უმსხვილესი აზიური კომპანიები)
  • iShares MSCI Emerging Markets ETF (განვითარებად ბაზრებზე წარმოდგენილი კომპანიები)

ექსპერტები ზემოხსენებულ ETF-ებს საფონდო ბირჟაზე ინვესტირების ყველაზე ეფექტიან მეთოდად მიიჩნევენ, რადგან ინდექს ფონდის შეძენით ინვესტორი ფსონს არა ერთი კონკრეტული კომპანიის, არამედ მთელი ეკონომიკის წარმატებაზე დებს, რისი შანსიც უფრო მაღალია.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სტრატეგიაში ნათლად ჩანს, რომ მთავარ პრიორიტეტი დივერსიფიკაცია და რისკების შემცირებაა, ამიტომაც პორტფელში ვხედავთ ინდექს ფონდებს და არც კონკრეტული კომპანიების აქციებს.

საერთო ჯამში, ზემოხსენებული 4 ფონდი 4,000-მდე საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს, მათი პროპორცია კი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვითაა გადანაწილებული.

SPDR S&P500 ETF-ში შემავალი უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალი:

  • Apple
  • Microsoft
  • Amazon
  • Nvidia
  • Alphabet (Google)

Vanguard FTSE Europe ETF-ში შემავალი უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალი:

  • Nestle
  • ASML
  • Novo Nordisk
  • LVMH
  • Rosche

Vanguard FTSE Pacific ETF-ში შემავალი უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალი:

  • Samsung
  • Toyota
  • BHP
  • AIA
  • Sony

iShares MSCI Emerging Markets ETF-ში შემავალი უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალი:

  • TSMC
  • Tencent
  • Samsung
  • Alibaba
  • Reliance Industries

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები