დაგროვებითი პენსიით 10,356-მა ადამიანმა ისარგებლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო აქვეყნებს. საპენსიო სააგენტოს თანახმად, ამ მოქალაქეებზე გაცემულმა თანხამ 35.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ერთ ბენეფიციარზე საშუალოდ 3,400 ლარის განაცემს წარმოადგენს.
კანონმდებლობის თანახმად, დაგროვებით პენსიას მოქალაქეები საპენსიო ასაკის მიღწევისას, საბაზო სახელმწიფო პენსიის პარალელურად იღებენ. შესაბამისად, სისტემის ბენეფიციარები იღებენ როგორც სახელმწიფო პენსიას, ასევე დაგროვებით პენსიას.
საპენსიო სააგენტოში მთლიანობაში 1,344,407 მოქალაქის 5.08 მილიარდი ლარის საპენსიო დანაზოგები არის აკუმულირებული, რაც ერთ ბენეფიციარზე საშუალოდ 3,800 ლარის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს.