2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 11 114-მა ადამიანმა ისარგებლა. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მათზე პენსიის სახით 38.9 მლნ ლარი გაიცა.
უახლესი მონაცემებით, საპენსიო აქტივების ღირებულება 5.2 მლრდ ლარს, ამონაგები კი 1.1 მლრდ ლარს აჭარბებს.
ცნობისთვის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საპენსიო დანაზოგის მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
- მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;
- მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;
- საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა;
- საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.