მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგროვებითი პენსიით 22 135-მა ადამიანმა ისარგებლა - რა თანხა გაიცა?

შშმ პირთა და ინვალიდების პენსია საქართველოში

საქართველოს საპენსიო ფონდის 30 ივნისის სტატისტიკური მონაცემებით, დაგროვებითი პენსიით 22,135-მა პირმა ისარგებლა, პენსიის სახით კი 89.3 მილიონი ლარი გაიცა.

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულია 1 მილიონ 623 ათასი ადამიანი.

საპენსიო აქტივების ღირებულება 7.1 მლრდ ლარია, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.8 მლრდ ლარს გადააჭარბა.

ცნობისთვის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საპენსიო დანაზოგის მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;
  • მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;
  • საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა;
  • საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები