მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაგროვებითი პენსიით 22 843-მა ადამიანმა ისარგებლა - ფონდი

მსოფლიო

საქართველოს საპენსიო ფონდის მონაცემებით, 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 22,843-მა ადამიანმა ისარგებლა. მათზე პენსიის სახით 100.3 მილიონი ლარი გაიცა.

საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 667 ათასი ადამიანია.

ცნობისთვის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საპენსიო დანაზოგის მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;
  • მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;
  • საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა;
  • საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.

საპენსიო ფონდის აქტივებმა აგვისტოს ბოლოსთვის 7.4 მილიარდ ლარს, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები