მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეალური სარგებელი დაფუძნებიდან დღემდე ინფლაციას 4.84%-ით უსწრებს

620681b329e6a
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.22 20:20
1758
დღეს საქართველოს საპენსიო სააგენტომ საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2019 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით საპენსიო აქტივების მოცულობის ზრდას და მასზე დარიცხულ სარგებელს ასახავს.

ანგარიშის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის წმინდა ნომინალური ამონაგები 2019 წლიდან მოყოლებული 32.37%-ია, თუმცა ამავე პერიოდში ქვეყანაში ინფლაციამ ჯამურად 26.25% შეადგინა, ანუ ლარის მსყიდველობითი უნარი 2019 წელთან შედარებით 26%-ით შემცირდა. შედეგად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის რეალური ამონაგები ამ პერიოდში 4.84% იყო.

2022 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობა 2,063,000,000 ლარია. აქედან 1,1 მილიონი მოქალაქის საპენსიო შენატანი 1,781,000,000 ლარი, მასზე დარიცხული სარგებელი კი 282 მილიონი ლარი იყო.

ამჟამად საპენსიო სააგენტოს აქტივები ქართული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ასევე ბანკების ვადიან ანაბრებსა და მიმდინარე ანგარიშებზე არის განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები