დაჰაკულმა კრიპტობირჟა WazirX-მა, რომელიც კიბერშეტევის გამო გაჩერებული იყო, საქმიანობა ოფიციალურად აღადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიას საქმიანობის გაგრძელების უფლება აქვს და მას ჩვეულ რეჟიმში შეუძლია სერვისების გაწევა.
ზოგადად, WazirX-ის პრობლემები წელს განხორციელებულ კიბერშეტევას უკავშირდება. ჰაკერებმა ინდოეთში დაფუძნებული კრიპტობირჟა WazirX-დან დაახლოებით 230 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს, მათ შორის, ასობით ეთერიუმი და ბიტკოინი.
კიბერშეტევის იდენტიფიცირების შემდეგ, კრიპტობირჟის ხელმძღვანელობამ ოპერაციების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
ანალიტიკოსების მტკიცებით, კიბერშეტევის მიღმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერები დგანან, რომლებიც კრიპტოინდუსტრიაში განსაკუთრებით აქტიურობენ.
როგორც ჩანს, ჰაკერებმა კრიპტობირჟის სისტემაში მოახერხეს შეღწევა და იქიდან კრიპტოაქტივების მოპარვა. საერთო ჯამში, ბირჟამ კასტოდიანური პორტფელის თითქმის 45% დაკარგა.




























