მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაინტერესებულია თუ არა პუტინი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებით? - სახდეპის პასუხი

649363c66ce2f
ალა ისპირიანი
22.06.23 01:00
728
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი არ არის განწყობილი, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს.

ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის მიმართ კითხვა ეხებოდა პუტინის აფრიკელ ლიდერებთან შეხვედრას, სადაც პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის. 

აღნიშნულზე ვედანტ პატელის პასუხი იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტის მოქმედებები სიტყვებზე უფრო მაღლაა, რადგან იგი დაბომბვას აგრძელებს. 

"პუტინი ბევრ რამეზე საუბრობს და თქვენი გადასაწყვეტია რა არის იქ სიმართლე და სიცრუე. გასაგებია, რომ რუსეთის ქმედებები - კიევის დაბომბვა, სამოქალაქო, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოებზე დარტყმების განხორციელება,  ვერ იქნება მშვიდობის მიღწევის და ომის დასრულების დაინტერესების პირობა“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები