მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაიტოვე" - "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად ჩამოსულ ადამიანებს, თბილისში მცხოვრები თანამოქალაქეები შეიფარებენ

აქცია

"დაიტოვე" - სოციალურ ქსელში ამ სახელით, ადამიანების დასაკავშირებლად ჯგუფი შეიქმნა. როგორც აღწერაში წერია, ჯგუფი დააკავშირებს რეგიონში და თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც "რუსულ კანონს" აპროტესტებენ. მათ, ვისაც შორი გზის გამო თბილისში, აქციაზე ჩამოსულს უკან დაბრუნება არ შეეძლება, დედაქალაქში საკუთარ ბინაში თანამოქალაქე და თანამოაზრე შეიფარებს.

ჯგუფში ასევე რამდენიმე ადამიანმა სურვილი გამოთქვა, დააფინანსოს იმ მოქალაქეების მგზავრობის თანხა, ვისაც რეგიონიდან ჩამოსვლა უჭირს.

"ჯგუფი შეიქმნა ადამიანების დასაკავშირებლად. მათი, ვისაც აქციაზე უნდა ყოფნა, თუმცა ცხოვრობენ რეგიონებში და ვერ ახერხებენ იმავე დღეს, გვიან, შინ დაბრუნებას და მათი, ვინც ცხოვრობს თბილისში და აქვს შესაძლებლობა თანამოაზრეები დაიტოვონ შინ, აქციის დასრულების შემდეგ", - წერია აღწერაში.

ჯგუფში გაწევრიანება შეგიძლიათ, აქ: https://www.facebook.com/groups/daitove

ცნობისთვის: რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქცია დღეს, 30 აპრილს კვლავ გაიმართება. აქცია 19:00 საათზეა დაანონსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები