მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა ევროპის მოედანზე დასრულდა

აქცია

„ჩაბნელებული ევროპის მოედანი აუცილებლად განათდება” - ამ ლოზუნგით დასრულდა "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა ევროპის მოედანზე.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და მის ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.

დღეს "დაიტოვე" დგამს პირველ ნაბიჯს სახალხო პროტესტისკენ და დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ქალაქის პარალიზებას - ასეთია აქციის ორგანიზატორების განცხადება.

ევროპის მოედნამდე, აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპირო და ბარათაშვილის ხიდი გადაკეტეს.

ამასთან, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები