მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაიხურა თუ არა ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო? - განმარტება

635a71fc53d9d
ინგა მურუსიძე
27.10.22 15:50
501
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო დაიხურა, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ სამედიცინო ჰოლდინგი განცხადებაშია ნათქვამი.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2023 წლის გაზაფხულზე თბილისში იხსნება ახალი ინფექციური საავადმყოფო, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და აღიჭურვება უმაღლესი ხარისხის სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით.

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ინფექციური კლინიკა, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად უზრუნველყოფს ინფექციური დაავადებების მართვას, მოზრდილთა და ბავშვთა მიმართულებით.

ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებაა, ამ მიზნით უწყება აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ასევე მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც 2025 წლიდან, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკას საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებას დაავალდებულებს", - ნათქვამია ჰოლდინგის განცხადებაში.