მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაჯარიმების გამო, მომხმარებლებმა BINANCE-დან $1 მილიარდის კრიპტოაქტივები გაიტანეს

Binance

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ $4.3-მილიარდიანი ჯარიმის დაწესებისა და კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომის გამო, მომხმარებლებმა კრიპტობირჟა BINANCE-დან დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები გაიტანეს.

როგორც Binance-ის ხელმძღვანელობა იუწყება, კომპანია გადახდისუნარიანია და მომხმარებლებს აქტივებს გატანასა თუ თანხის განაღდებასთან დაკავშირებით არანაირი სახის პრობლემა არ აქვთ.

აქტივების გადინება, უმეტესწილად, ბაზარზე არსებულ პანიკურ ვითარებასთანაა დაკავშირებული, რაც მოსალოდნელიცაა, რადგან Binance-ს კრიპტოინუდსტრიის ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის ჯარიმა დაუწესდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები