საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გასულ ღამით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამი ახალგაზრდის დაკავებას ეხმიანება.
როგორც ის X-ზე წერს, დაკავებების ახალი ტალღა აბსურდის ახალ სიმაღლეებს აღწევს.
"ტერორი საქართველოში. დაკავებების ახალი ტალღა აბსურდის ახალ სიმაღლეებს აღწევს: სტუდენტი გოგონები აქციაზე სკამების მიტანისთვის დააკავეს, კიდევ ერთი სტუდენტი კი ტაშის დაკვრის გამო. კაფკა თბილისში!“,- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
გუშინ, პარლამენტთან სამი ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით მათგან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.