მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკავებულია 16 პირი, აქედან 3 გათავისუფლებულია - შსს

დაშლა

დღეს, დილიდან საპოლიციო ძალების მიერ ადმინისტრაციული წესით 16 პირია დაკავებული, აქედან 3 გათავისუფლებულია, ამის შესახებ BM.GE-ის შსს-ში განუცხადეს.

დღეს, 06:44 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭავჭავაძის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და დაშლისა და გზის გათავისუფლებისთვის 15 წუთი მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებდა რომ გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ ზომებს. ამის შემდეგ საპოლიციო ძალებმა ძალადობრივი გზით აქცია დაშალეს და კარვები აიღეს. საპროტესტო ტალღამ კი მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლა. ადგილი ჰქონდა საპოლიციო ძალებსა და აქციის მონაწილეების დაპირისპირებას, რამდენია ადამიანი დაშავდა კლინიკაში გადაიყვანეს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე არიან აცხადებენ, რომ მობილური პროტესტი გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები