მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდა - შსს

232

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთა.

უწყების ცნობით, დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც „დარიალის" საბაჟო პუნქტის გავლით ცდილობდა ქვეყანაში შემოსვლას და ხელბარგში ფსიქოტროპული საშუალება ჰქონდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო გამშვები პუნქტის ყაზბეგის თანამშრომლებმა, ერთობლივად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე „დარიალი“-ს მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციამ რ.ა. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს",- აცხადებენ შსს-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები