მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაკრედიტების დაჩქარების ფონზე, მოლოდინია, რომ სებ-ი წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად დატოვებს - ხიშტოვანი

სებ

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის მოლოდინით, ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთს არსებულ, 8%-იან ნიშნულზე შეინარჩუნებს.

როგორც გიორგი ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, მიუხედავად, ინფლაციის ტემპის შენელებისა, ნაკლებსავარაუდოა, რომ სებ-მა წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკა კიდევ შეარბილოს, რისი მთავარი მიზეზიც მისი შეფასებით, დაჩქარებული დაკრედიტების ტემპია.

გიორგი ხიშტოვანის მოლოდინით, მოცემულ ვითარებაში მარეგულირებლისთვის პრიორიტეტი ინფლაციის შენელებული ტემპის შენარჩუნება იქნება.

„ვფიქრობ, წლის ბოლომდე ინფლაციის ტემპი მცირედით მაინც დაჩქარდება, თუმცა ის არ უნდა გაცდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. მოლოდინი მაქვს, რომ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდება, რადგან დაკრედიტების მაღალი ტემპი სიფრთხილისკენ უბიძგებს ეროვნულ ბანკს, რომ არ გადადგას უფრო რადიკალური ნაბიჯები. მგონია, რომ წლის მეორე ნახევარში ეროვნული ბანკის პრიორიტეტი ინფლაციის დონისა და გაცვლითი კურსის არსებულ დონეზე შენარჩუნება. არ მგონია, რომ არსებული ეკონომიკური ზრდის პირობებში, ეროვნულმა ბანკმა განაკვეთის შემცირებით კიდევ უფრო მეტად წაახალისოს ზრდა. ამიტომ ვვარაუდობ, რომ როგორც მინიმუმ, განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდება“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები