უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 400 ათას ლარამდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ის მომხმარებლები, რომლებსაც ეროვნულ ვალუტაში აქვთ შემოსავალი, 400 000 ლარამდე მოცულობის სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ. როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად. როგორც საბანკო სექტორში აღნიშნავენ, დედოლარიზაციის მიმართულებით გადადგმულ მორიგ ნაბიჯს გავლენა, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესზე ექნება.