მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DALOOD-ის კაფე გაიხსნა - მაკა კვიციანი ქალების ნარატივში

“დალოოდის” ისტორია დაახლოებით 22 წლის წინ დაიწყო და ქართულ მოდის ინდისტრიას, თავიდანვე, განსაკუთრებული ხელწერა დაატყო, და ეს ხელწერა, დღემდე ბრენდის თითოეულ კოლექციას დაჰყვება. “დალოოდს” დიდი წარდგენა არ სჭირდება, მასზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვრებს მიღმაც, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, საკმაოდ დიდი ინტერესია და პოპულარობის მასშტაბებიც მუდმივად იზრდება. თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე, უკვე რამდენიმე დღეა სტუმრებს დალოოდის კაფე მასპინძლობს, საინტერესო კონცეფციისა და დიზაინის მქონე სივრცე, რომელიც ზუსტად იმ, 22-წლის წინ დაწყებულ ისტორიას აგრძელებს და კარგად ნაცნობ ხელწერას იმეორებს.

სტუმარი: მაკა კვიციანი - DALOOD-ის დამფუძნებელი;

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები