მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამასკოს სასამართლომ ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი გამოსცა

ასადი

სირიაში დამასკოს საგამოძიებო მოსამართლე თავფიქ ალ-ალიმ დაუსწრებლად გამოსცა ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერი, 2011 წელს დარააში ანტისამთავრობო პროტესტის ჩახშობისა და ქალაქის დარბევის გამო.

როგორც მოსამართლემ ადგილობრივ მედიას განუცხადა, ორდერი ითვალისწინებს განზრახ მკვლელობის, სიკვდილით დასჯისა და თავისუფლების აღკვეთის ბრალდებებს.

სასამართლო გადაწყვეტილება ინტერპოლის მეშვეობით ორდერის გავრცელებისა და საქმის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის ხსნის კარს.

ბოლო ინფორმაციით, სირიის ყოფილი პრეზიდენტი 2024 წლის დეკემბერში, მეამბოხეების მიერ ასადის ოჯახის მმართველობის დამხობის შემდეგ, დამასკოდან გაიქცა და მოსკოვში ჩავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები