მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამკვეთების რაოდენობა 150%-ით გაგვეზარდა - ღვინის კომპანია Crush 525

CRUSH525

დამკვეთების რაოდენობა 150%-ით გაგვეზარდა, - ამის შესახებ BM.GE-ს ღვინის კომპანია Crush 525-ის კომერციულმა დირექტორმა, ნიკა კანდელაკმა განაცხადა.

Crush 525 არის კომპანია, რომელიც საკუთარ ღვინოს წარმოებასთან ერთად, მცირე და საშუალო მეღვინეებს, წარმოების ბრენდად ქცევასა და მის განვითარებაში ეხმარება. ამასთან, კომპანია სერვისის ფარგლებში მომხმარებელს ყურძნის კრეფით დაწყებული, ბრენდირებით დამთავრებული ყველა ოპერაციას სთავაზობს. როგორც Crush 525-ის კომერციული დირექტორი ამბობს, აღნიშნული სერვისების სარგებლობით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა მზარდია.

„წელს, უხვი მოსავალია. წინა წელთან შედარებით, ხარისხობრივად უკეთესი სურათია და სავარაუდოდ, 150 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას უზრუნველვყოფთ. დამკვეთების რაოდენობა 150%-ით გაგვეზარდა. წელს, 17 დამკვეთი გვყავს. არიან როგორც ფიზიკური პირები, ასევე ფიზიკური პირები. მათ შორის უცხოელები. ნაწილს ქვევრის ღვინო უნდა, ნაწილს კლასიკურად დამზადებული. მსურველები გვყავს კახეთიდან, ქართლიდან და იმერეთიდან“,- აცხადებს ნიკა კანდელაკი.

რაც შეეხება კომპანიის მიერ წარმოებულ ღვინოს, რომელიც თბილისსა და ბათუმში CRUSH 525-ის ბრენდის ქვეშ იყიდება, კანდელაკის ცნობით, ამ ეტაპზე საერთაშორისო ბაზრებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ და სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ექსპორტზეც გავლენ.

„თბილისში მთლიანად ყველა სპეციალიზებულ მაღაზიაში, ამასთან ღვინის რესტორნებსა თუ ბუტიკებში ვართ CRUSH 525-ის ბრენდით წარმოდგენილი. ახლა წარმოების პროცესში ვართ და დეკემბრის ბოლოს უკვე ზუსტად გვეცოდინება წელი რამდენად ნაყოფიერი იყო და როგორ დაიხურა.

ჯერჯერობით ექსპორტზე არ გავსულვართ, თუმცა მოლაპარაკებები გვაქვს რამდენიმე ქვეყანასთან. მათ შორის ამერიკასთან, პოლონეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პროდუქცია ამ ქვეყნებში მომავალი წლის დასაწყისში გავა“,- აცხადებს ნიკა კანდელაკმა.

ცნობისთვის, Crush 525 საგურამოსთან ახლოს, სოფელ ბიწმენდში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები