მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დამსაქმებლებმა მიკროგეგმა უნდა შეიმუშაონ, რომ დასაქმებულები აიცრან - გამყრელიძე

60eeab80bbe41
ინგა მურუსიძე
14.07.21 13:34
7464
"აცრა არის ნებაყოფლობითი, ვერავის დავაძალებთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ვაქცინაციის შესაძლო სავალდებულოობას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, დამსაქმებლებმა უნდა შეიმუშაონ გეგმა, რათა დასაქმებულები მაქსიმალურად აიცრან.

„მოგეხსენებათ, აცრა არის ჩვენთან ნებაყოფლობითი. ეს არ არის ძალდატანებითი და ვერავის დავაძალებთ. დამერწმუნეთ, რომ ეს მოწოდებები და ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს იქით მიმართული, რომ აცრის გარდა ეპიდემიას ვერაფერი დაამთავრებს.

მაგალითად გეტყვით, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცრილია დასაქმებულების 61%, ამ თვის ბოლოს უკვე აცრილი იქნება 90%-მდე. ყველა დაწესებულების ხელმძღვანელმა უნდა გაითავისოს, მიკროგეგმა შეიმუშაოს და დასაქმებულები აცრას. ეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, "ამ ეტაპზე ვაქცინაციის სავალდებულოობა არ განიხილება, რადგან ჯანდაცვის სისტემა მოსახლეობის დამყოლობას ენდობა".

შეგახსენებთ, საქართველოში იმუნიზაცია 4 ვაქცინით მიმდინარეობს: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები