მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანა უაითის წინასწარი პროგნოზით UFC 303 შემოსავლებით რეკორდს მოხსნის

UFC 303 დანა უაითი

UFC 303-მდე ერთ თვეზე მეტია დარჩენილი და კომპანიის მმართველის დანა უაითის განცხადებით საღამოს მთავარი ბრძოლის - კონორ მაკგრეგორისა და მაიკლ ჩენდლერის დაპირისპირებით ღონისძიება კომპანიას 20 მილიონ დოლარს მოუტანს.

წლევანდელი წელი UFC-სთვის ძალიან წარმატებული გამოდის, რადგან ქრონოლოგიურად, რომ გავყვეთ - იანვარში ჩატარებულ UFC 297-ს 19 ათასამდე ადამიანი დაესწრო და შემოსავალმა თითქმის 8 მილიონ დოლარს მიაღწია, UFC 298-ზე, სადაც საჩემპიონო ქამარი მოიპოვა ილია თოფურიამ, ხოლო მერაბ დვალიშვილმა სატიტულო ბრძოლის პირველი კანდიდატის წოდება მიიღო, ორგანიზაციის გამომუშავებულმა თანხამ 7 მილიონს გადააჭარბა.

მაიამიში ჩატარებულ UFC 299-ს დანა უაითის განცხადებით მას 19 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო და შემოსავლებით კომპანიის ისტორიაში მეოთხე ყველაზე შემოსავლიანი ღონისძიება გახდა - 14,14 მილიონი დოლარით. საიუბილეო UFC 300-ს 21 ათასამდე გულშემატკივარი ესწრებოდა და 16,5 მილიონი დოლარი დააგენერირა, რითაც ორგანიზაციის ისტორიაში მესამე ყველაზე შემოსავლიანი ღონისძიების ტიტულიც მიიღო.

UFC 303-ზე ბილეთების ღირებულება 200 დოლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასი 3000 დოლარს აღწევს. ბრძოლის საღამო 29 ივნისს ლას-ვეგასის T-mobile არენაზეა დაგეგმილი და 3 წლიანი პაუზის შემდეგ მაყურებელი ლეგენდარული კონორ მაკგრეგორის დაბრუნებას იხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები