პოპულარული როკ ბენდის U2-ს კონცერტმა, რომელიც 2.3 მილიარდად აშენებულ “სფეროს” არენაზე გაიმართა საზოგადოებაში დიდი აღტაცება გამოიწვია. წარმოდგენა შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციის UFC-ის მფლობელმა დანა უაითმაც იხილა, რომელიც ნანახით აღფრთოვანებული დარჩა და თავადაც მოუნდა აღნიშნულ ლოკაციაზე ღონისძიების გამართვა:
“U2-ს კონცერტზე არ ვყოფილვარ, თუმცა ჩანაწერების ნახვის შემდეგ მონუსხული ვიყავი. MSG-ის ხელმძღვანელობასთან (“The Sphere-ის” თანამფლობელი) იდეალური ურთიერთობა მაქვს ამიტომაც შოუს შემდეგ მათ დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ. სიმართლე გითხრათ მომავალ წელს მექსიკის დამოუკიდებლობის კვირეულზე მეც მსურს აქ UFC-ის ღონისძიების გამართვა. წარმოგიდგენიათ რა შოუს დავდგამ მექსიკურ სტილში? ერთი სული მაქვს მომავალი წლის 16 სექტემბერი როდის მოვა” - განაცხადა UFC-ის მმართველმა დანა უაითმა.
ცნობისთვის, სფეროს ფორმის არენა სიმაღლეში 111.5, ხოლო სიგანეში 157 მეტრია და დაახლოებით 54 ათას კვადრატულ მეტრზეა შემოხვეული უზარმაზარი LED ეკრანი. “The Sphere” 20 ათას ადამიანს იტევს და მასში გაშვებული ერთი ვიდეოს ზომა ერთი ჰაპაბაიტია (მილიონი გიგაბაიტი).