მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დანა უაითს UFC-ის ღონისძიების საქართველოში ჩატარება სურს

დანა უაითი საქართველოში

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა TNT Sports-ს ინტერვიუ მისცა. საბრძოლო ორგანიზაციის პირველმა პირმა საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს შეხვდა, რომელიც UFC-ის ღონისძიების საქართველოში ჩატარებაზე გაესაუბრა.

“დღეს შეხვედრაზე ვიყავი და მას საქართველოს მთავრობის წარმომადგენელიც ესწრებოდა. მან გვითხრა, რომ ჩვენთან საუბარი სურდა და მისი მიზანი UFC-ის ღონისძიების საქართველოში გამართვა გახლდათ. ეს ზუსტად შუადღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. გვინდა, მერაბმა საქართველოში, ხოლო ილიამ ესპანეთში იჩხუბოს“, - თქვა დანა უაითმა.

ცნობისთვის, UFC-იმ ღონისძიება კავკასიის რეგიონში კერძოდ ბაქოში მიმდინარე წლის ივნისში ჩაატარა და შოუს დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი დეკემბერში პიოტრ იანის წინააღმდეგ იჩხუბებს და შეეცდება, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 2025 წელს რეკორდული ოდენობით, მეოთხედ დაიცვას.

აქვე გეტყვით, რომ UFC-ის ღონისძიების საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით ეს პირველი კომუნიკაცია არ არის. წარსულში სწორედ მერაბ დვალიშვილსა და დანა უაითს შორის შედგა აღნიშნულ თემაზე კომუნიკაცია, რაზედაც დვალიშვილმა განაცხადა, რომ მისი მეგობარი ბიზნესმენები ამ თემასთან დაკავშირებით უაითს ესაუბრებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები