სამედიცინო კომპანია Danaher-ი ამერიკული მედტექ-კომპანიის, Masimo-ს შესყიდვის დასკვნით ეტაპზე გადავიდა. გარიგების სავარაუდო ღირებულება 10 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც Danaher-ის ყველაზე მასშტაბური შენაძენი იქნება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ გარიგების ფასი მნიშვნელოვან პრემიას ასახავს, რადგან Masimo-ს საბაზრო კაპიტალიზაცია პარასკევის სესიაზე 7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ Danaher-ი სტარტაპს დაახლოებით 40%-ით მეტად აფასებს.
ინვესტორებისთვის Masimo განსაკუთრებით საინტერესოა მისი წამყვანი ტექნოლოგიის, პულსოქსიმეტრიის გამო, რომელიც სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვის საშუალებას იძლევა. ამ ტექნოლოგიას ვხვდებით Apple Watch-ში და სხვა მსგავსი ტიპის აქსესუარებში, ამიტომაც მას კომერციალიზაციის დიდი პოტენციალი აქვს.
ექსპერტების შეფასებით, Danaher-ს სამედიცინო მოწყობილობების ბაზარზე პოზიციების გაძლიერება სურს, ამიტომ ის თავისი კონკურენტების მსგავსაც მცირე ზომის სტარტაპებს ყიდულობს.




























