მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია" - ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობა მშვიდია და წლიდან წლამდე უმჯობესდება - ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტში იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

"როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი დანაშაულის კლების სტატისტიკაა. შესაბამისად, პირველ რიგში სწორედ ამ კუთხით მიმდინარე ტენდენციებს მინდა გავუსვა ხაზი. სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია და წლების მიხედვით უმჯობესდება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეთა 6 კატეგორიის დანაშაულში მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი კი - უპრეცედენტოა.

"მინდა გამოვყო 6 კატეგორიის დანაშაული: განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა, ქურდობა ბინაში შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, და ხულიგნობა. სტატისტიკა ადასტურებს, რომ წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, უპრეცედენტოდ მაღალია და 64,87%-ს შეადგენს, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზეც საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

25 ნოემბერს ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე კვლავ ვახტანგ გომელაური დარჩება. გომელაური შს მინისტრად პირველად 2015 წელს, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შემდეგ დაინიშნა, რის შემდეგაც ის გიორგი მღებრიშვილმა ჩაანაცვლა. მეორედ გომელაური 2019 წლის 8 სექტემბერს აირჩიეს - მან პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები