მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს პარლამენტში შს მინისტრს მოუსმენენ

შსს

დღეს, 12:00 საათიდან, პარლამენტში ინტერპელაციის წესით, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მინისტრი ფემიციდის საკითხზე სასაუბროდ დაიბარეს.

ინტერპელაციის ფორმატში, შს მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვებს, თუ რა ღონისძიებებს ატარებს უწყება, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დაგვიანებულ რეაგირებაზე, რასაც შედეგად განმეორებითი ძალადობა მოჰყვება. ასევე, რა ღონისძიებები ტარდება შსს-ს მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

მეორე საკითხი, რომელზეც გომელაური პარლამენტში ისაუბრებს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილიც უნდა წარდგენილიყო, რომელსაც ბახმაროს განაშენიანების საკითხზე ოპოზიციის კითხვებისთვის უნდა ეპასუხა, თუმცა ვიცე-პრემიერი გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის გამო, პლენარულ სხდომას ვერ დაესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები