მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანია გრენლანდიაზე პოზიციების გასამყარებლად $2.1 მილიარდს დახარჯავს

გრენლანდია

ამერიკის შეერთებული შტატებისა და დონალდ ტრამპის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის გამო, დანია არქტიკის რეგიონში სამხედრო პოზიციების გასამყარებლად 14.6 მილიარდ კრონს, ანუ თითქმის $2 მილიარდს დახარჯავს. ამის შესახებ Reuters დანიის მთავრობაზე დაყრდნობით იტყობინება.

საქმე ისაა, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე დონალდ ტრამპმა გრენლანდიაზე კონტროლის გავრცელების შესახებ დაიწყო საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდია დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორიაა. იანვარში ტრამპმა დანიას მოუწოდა, კონტროლისგან გაეთავისუფლებინა აშშ-სთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არქტიკის კუნძული.

დანია ბოლო ათწლეულია სამხედრო ბიუჯეტს ამცირებს. გასულ წელს ქვეყანამ მომდევნო 10-წლიან პერიოდში ამ მიმართულებით 190 მილიარდი კრონი გამოყო, რომლის დიდი ნაწილიც, როგორც ჩანს, სწორედ ამ ინიციატივის განხორციელებას მოხმარდება.

მიუხედავად იმისა, რომ დანია გრენლანდიის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, კუნძულზე დანიის სამხედრო წარმომადგენლობა მწირია.

ამჟამად დანიის სამხედრო ძალა ოთხ საინსპექციო ხომალდს, Chellenger-ის სათვალთვალო თვითმფრინავს, სამარხილე ძაღლების 12 საპატრულო ეკიპაჟს აერთიანებს. ინიციატივის ფარგლებში გამოყოფილი ბიუჯეტი სამი ახალი საზღვაო გემის, გრძელ-რადიუსიანი სამეთვალყურეო დრონებისა და სატელიტის შეძენას მოხმარდება.

პოლიტიკური პარტიების შეთანხმება, რომელიც ინიციატივისთვის ფინანსების მოძიებას ითვალისწინებს, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გასაჯაროვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები