მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დანიას 2027 წლამდე რუსულ გაზზე დაწესებული შეზღუდვის გაგრძელება სურს

ევროკავშირი

დანიამ, როგორც ევროკავშირის საბჭოს მოქმედმა პრეზიდენტმა ქვეყანამ გააჟღერა ინიციატივა, რომ რუსული გაზის იმპორტზე ამჟამად დაწესებული შეზღუდვა 2027 წლის შემდეგაც გახანგრძლივდეს. ცნობისთვის, ამჟამად არსებულ განკარგულებას ვადა 2027 წლის 31 დეკემბრამდე აქვს.

ინიციატივის ახლა წარდგენით, დანიას შესაძლო რისკების წინასწარვე გადაზღვევა სურს. ოფიციალური კოპენჰაგენი შიშობს, რომ თუ ქმედითი ნაბიჯები დროულად არ გადაიდგა, ვადის გასვლასთან ერთად ევროკავშირის წევრი რიგი ქვეყნები, როგორიც უნგრეთი და სლოვაკეთი არიან, შესაძლებლობით ისარგებლებენ და რუსეთთან გაზით ვაჭრობას აღადგენენ.

თუ დანიის პოზიციას ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოებიც გაიზიარებენ, ეს გაერთიანების მიერ რუსეთისაგან ეკონომიკური დისტანცირების კიდევ ერთი მკაფიო სიგნალი იქნება და დატოვებს შთაბეჭდილებას, რომ ევროკავშირს არა დროებითა და იძულებით, არამედ სრულიად გააზრებულად და გრძელვადიანად სურს იმ ძალასთან ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტა, რომელმაც 80 წლის შემდეგ ევროპაში ომი დააბრუნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები