ევრო 2024-ზე მოასპარეზე დანიის ნაკრებმა ანაზღაურების გაზრდაზე უარი განაცხადა. მათი მიზანია მომატებულ ხელფასზე უარის თქმით აღნიშნული თანხა ქალთა ნაკრებს გადაეცეს, რომელთა შემოსავლებიც მამაკაცებისას გაუტოლდება.
დანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელის სალ ჰანსენის განცხადებით მამაკაცთა ეროვნული ნაკრების ახალ 4 წლიან კონტრაქტში ხელფასის მატება გათვალისწინებული არ იქნება:
“საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრის ნაცვლად ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, რომ ქალთა ნაკრებს გვერდში ამოდგომოდნენ, რაც დასაფასებელია. ეს არის განსაკუთრებული ნაბიჯი, რომელიც ქალთა ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება. ჩვენი გეგმა, როდესაც მამაკაც ფეხბურთელებს გავაცანით ისინი უყოყმანოდ დათანხმდნენ ჩვენს ინიციატივას. მათი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ, რადგან მათივე სურვილია, რომ დანიის ნაკრებებს ყველა დონეზე საუკეთესო პირობები და შესაძლებლობები ჰქონდეთ.” - განაცხადა სალ ჰანსენმა.
შეგახსენებთ, რომ დანიის ნაკრები ევრო 2024-ზე C ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ინგლისსა და სლოვენიასთან ფრე ითამაშა და ამ დროისთვის ორი ქულით ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს.