დანიის საელჩო საქართველოში, ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
დანიის საელჩო თბილისში, ყველა ქართველს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს!
დღეს, როცა ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას, გვსურს, პატივი მივაგოთ მათ, ვინც მამაცურად იბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია საქართველოსთვის! ",- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.